სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-20 - პატრიარქის აღსაყდრებიდან 41 წელი გავიდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა).ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით,  სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება  ჩატარდა.

საზეიმო კონცერტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი,  ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სრულიად საქართველოს მწყემსმთავრის ინტრონიზაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელშიც ხელოვნების ცენტრის სამუსიკო და სამხატვრო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ა(ა).ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ლელა მიქაბაძე უძღვებოდა.

,,განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და ქართული ეკლესიის წინაშე.  მისი უწმინდესობა საჭეთმპყრობელი სწორედ მაშინ გახდა,  როდესაც ერს  სულიერების გასაძლიერებლად გამორჩეული წინამძღოლი სჭირდებოდა.  კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება, აღდგა ეკლესია-მონასტრები და ქართველი ხალხი  რწმენისა და ეკლესიისკენ შემობრუნდა.“ - აღინიშნა თემატურ საღამოზე, რომელიც უწმინდესობის გალობით დაიწყო და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი მისივე საგალობლით დასრულდა.


Facebook

2018-12-20 - ,,საშობაო სიმღერა'' - ,,Christmas Carol''

დღეს ქალაქ სენაკის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის დრამატული წრის მოსწავლეები   მაყურებლის წინაშე ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლით წარსდგნენ.

პრემიერას ,,საშობაო სიმღერა“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სექტორისა  და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინგლისურ ენაზე ამეტყველებულმა მოსწავლეებმა, მათმა არტისტიზმმა, ინდივიდუალურმა საშემსრულებლო მანერამ, კოსტუმირებულმა წარმოდგენამ, მუსიკალურმა გაფორმებამ და ქორეოგრაფიულმა შტრიხებმა სადღესასწაულო გაწყობილება შექმნეს, მაყურებლის მოწონება და ოვაცია დაიმსახურეს.

სპექტაკლში, ისევე როგორც მოთხრობაში, სიყვარულმა და სიკეთემ  გაიმარჯვა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31