სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-19 - „ნუ მოჭრი - მორთე“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წინასაახალწლოდ წიწვოვნების ჭრის პრევენციის მიზნით ახორციელებს მასშტაბურ კამპანიას ,,ნუ მოჭრი - მორთე,“ რომლის მიზანი საპრევენციო აქტივობებში საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლებაა.

 „ნუ მოჭრი - მორთე“  კამპანიას, რომელიც   ბუნებრივი ნაძვის ხის  მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად შეუერთდა.

დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, სიმბოლურად მოირთო ნაძვის ხე. მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის პრინციპების გათვალისწინებით წინასაახალწლო  განწყობა შექმნეს.

#ნუმოჭრიმორთე   #GeorgianChristmasTree

#გარემოზეზრუნვაჩვენისაერთოპასუხისმგებლობაა!

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31