სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-15 - იუსტიციის სახლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მიმდინარე წლის ბოლოს სენაკის მუნიციპალიტეტს ინდივიდუალური სტილით, არქიტექტურულად და ფუნქციურად გამორჩეული იუსტიციის სახლი დაამშვენებს. იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ სენაკელებს საშუალება მიეცემათ ,,ერთი ფანჯრის პრინციპით’’ ისარგებლონ სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისით, რომლის კონცეფცია სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31