სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-14 - ,,ქარი მწყურია მე პირდაპირი“

ამ წუთებში სენაკის მუნიციპალიტეტის მოწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სცენაზე მონატრებულ მაყურებელს მისი გამორჩეული შვილი, ცნობილი მსახიობი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი, სენაკის საპატიო მოქალაქე მურმან ჯინორია მასპინძლობს. ,,ქარი მწყურია მე პირდაპირი“ - თითოეული სიტყვის წარმოთქმა მუსიკალური რეჟისურაა, მხატვრული ინტერპრეტაცია, არტისტული კომპოზიცია. მსახიობისთვის ლექსი ხატვაა, მუსიკით ხატვა და ბგერებით წერა, ამიტომაც მონო სპექტაკლის ავტორი, რეჟისორი, ინსცენიერების ავტორი, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი, ერთადერთი მთავარი როლის შემსრულებელი მურმან ჯინორიაა. სპექტაკლს ესწრებიან სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. „ქარი მწყურია მე პირდაპირი" ოთხი პირობითი ნაწილისგან - წელიწადის დროთაგან შედგება და ყველა მათგანში შესულია ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. ყოველი სეზონი ასოცირდება სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ავტორების შემოქმედებასთან. გაზაფხული - ტერენტი გრანელთან, ზაფხული - გურამ რჩეულიშვილთან, შემოდგომა მისთვის ჩვეული სიჭრელით აერთიანებს ტატო ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილისა და ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებას. ზამთარი მსახიობისთვის გალაკტიონ ტაბიძესთან ასოცირდება. დასასრულს კი, ,,მთაწმინდის მთვარე“, ისეთი, როგორიც ,,ჯერ არ შობილა.“

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31