სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-11 - რეგიონში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO)დაფუძნდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID/Zrda-ს ინიციატივითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დაფუძნდება. ამის შესახებ განაცხადეს დღეს, ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ USAID/Zrda პროექტის ხელმძღვანელი ბრაინ კინგი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, გუბერნიის სხვა პასუხისმგებელი პირები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. USAID/Zrda პროექტის ხელმძღვანელმა ბრაინ კინგმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ირაკლი ჯიქიასთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დაფუძნების მზაობა ხელმოწერებით დაადასტურეს. DMO-ს მიზანია ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დაფუძნებით, USAID/Zrda და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დაადგენენ პრიორიტეტებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის უკეთ წარმოჩენას, ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომების გამოყენებით. აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შემოსავლების ზრდას და მათ განვითარებას.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31