სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-10 - სენაკის ,,ეგრისი’’ ფეხბურთის 30-ე რეგიონალური ლიგის ჩემპიონია

დღეს, სასტუმრო ,,ვერსალში’’, საქართველოს ფეხბურთის 30-ე რეგიონალური ლიგის ჩემპიონის - სენაკის ,,ეგრისის’’ ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თოთლაძე, ფედერაციის, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაჯილდოების ცერემონიალზე ხაზი გაესვა იმ ადამიანების თანადგომას, რომლებიც გვერდში ედგნენ ,,ეგრისს’’ და თავიანთი მხარდაჭერითა და ქველმოქმედებით წვლილი შეიტანეს გუნდის წარმატებაში. აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ,,ეგრისის’’ კაპიტანს ირაკლი ქობალიას, როგორც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, სპეციალური პრიზი გადასცა. საფეხბურთო კლუბის სახელით სპეციალური თასით დაჯილდოვდა ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი ხვიჩა ნადარეიშვილი. ,,ეგრისის’’ ყველა ფეხბურთელი ასევე დაჯილდოვდა მედლებითა და პირველი ხარისხის სიგელებით.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31