სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161821
 

2018-12-07 - ,,ხელმისაწვდომი განათლება ყველასათვის“

დღეს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ა(ა)ი.პ. ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ (CSDC) წარმომადგენლებთან, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ა(ა)იპ ,,სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების“, ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის”, სენაკის დევნილთა პოლიკლინიკის, ადმინისტრაციული ერთეულების ამბოლატორიების წარმომადგენლები, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ადმინისტრაცია, საჯარო სკოლების დირექტორები, შსს-ს სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილების თანამშრომლები, სსიპ ,,სენაკის სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სოციალური აგენტები, ოჯახის ექიმები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი’’ ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებში ჩართული უწყებების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის ახორციელებს სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების მიმართ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიას. შეხვედრაზე ა(ა)ი.პ. ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ (CSDC) სოციალურმა მუშაკმა ლანა მოწონელიძემ და ტრენერმა ია კაშიამ ისაუბრეს ისეთ აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიცაა ბავშვთა უფლებების დაცვა, მოზარდისთვის ხარისხსიანი და თანაბრად ხელმისაწვდომი განათლების მიღება, არასრულფასოვანი განათლების რისკები, მოზარდებში და მათ მიმართ ძალადობა. საინფორმაციო შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. აღინიშნა, რომ აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს საკუთრი როლი და მოვალეობა სხვადასხვა მიზეზით საგანმანათლებლო სივრცის მიღმა აღმოჩენილი მოზარდების განათლების უფლების უზრუნველსაყოფისთვის, ყველა ბავშვის ფორმალური განათლების სისტემაში ჩართვის და მათ შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარების ხელშეწყობისთვის. მსგავსი შინარსიის შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

Facebook

2018-12-07 - გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დაპირებები სრულდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ქალაქში და სოფლად თანმიმდევრულად ხორციელდება გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დაპირებები. ამ ეტაპზე, ქალაქ სენაკში ასფალტობეტონის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ს. შენგელიას, მარჯანიშვილის, ფურცელაძის, ჯიხას ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე განხორციელდება სამტრედიის, სტალინის ქუჩის III შესახვევში, შავი ზღვის, ჭალადიდელის, ფალიაშვილის, გაბაშვილის, ალ. არჩაიას, მშვიდობის ქუჩებზე, ალ. არჩაიას ქუჩიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალამდე, დ. აღმაშენებლისა და ლოლუას ქუჩებზე. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს ,,არქეოპოლისი’’ აწარმოებს.

Facebook

2018-12-07 - ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას სენაკი უერთდება

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან სამთავრობო კამპანიას სენაკის მუნიციპალიტეტი უერთდება. კამპანიის ფარგლებში, სენაკის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა თანატოლგანმანათლებლებისთვის 5 დღიანი ტრენინგი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას სენაკის №1, №7, თეკლათისა და მენჯის საჯარო სკოლების მოსწავლეები ღებულობენ. შეხვედრები ახალგაზრდებთან მოიცავს შემდეგ აქტუალურ საკითხებს: ლიდერობა და გუნდური მუშაობა, გენდერული თანასწორობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ეფექტური კომუნიკაცია და ადვოკატირება. ტრენინგი, რომელიც 9 დეკემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში დასრულდება, UNFRA Georgia საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,გენდერული თანასწორობისთვის’’ ფარგლებში შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამეგრელოს რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია ,,ათინათი’’. 
#16დღიანიკამპანია2018 
#ქალთამიმართძალადობისწინააღმდეგ 
#სახელმწიფოზრუნავს 
#დავძლიოთძალადობა 
#საერთოსაქმეა

Facebook

2018-12-07 - სენაკში მხატვრის საერთაშორისო დღე აღინიშნა

მხატვრის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ა(ა)ი.პ. ,,ხელოვნების ცენტრის“ სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების და სკოლის ისტორიის, მისი მიღწევების ამსახველი ფოტო-მასალების გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ქართველი მხატვრების შემოქმედებასა და მათ შედევრებზე -„შეჩერებულ წამზე“, ისაუბრეს სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. მხატვრის საერთაშორისო დღე 2007 წელს საერთაშორისო ასოციაცია „მსოფლიო ხალხთა ხელოვნებამ“ დააარსა და ის არა მხოლოდ პროფესიონალების, არამედ მოყვარულების დღესასწაულიცაა. მხატვრებს შეუძლიათ არა მარტო ცხოვრება ასახონ, არამედ ადამიანებს მისცენ შესაძლებლობა, დატკბნენ სამყაროთი და უყვარდეთ ის.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31