სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161819202122
23242526272829
3031 

2018-12-06 - დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ,,საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი’’-ს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილთა  კომპაქტური ჩასახლებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში განსახორციელებელ პროექტზე -  ,,დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში’’, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის  დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენლებს,  შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს იდეების კონკურსში 10 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით.    საუკეთესო იდეების წარმომადგენლები გაივლიან 5 დღიან ტრენინგს. გამარჯვებული ბიზნეს გეგმის ავტორები მიიღებენ მცირე გრანტებს  ბიზნესის დასაწყებად ან გასაძლიერებლად. საინფორმაციო შეხვედრა პროექტთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში  გაიმართება. პროექტის დონორია ამერიკის მთავრობა და  პარტნიორი -გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ASB.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31