სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
38
912
161819202122
23242526272829
3031 

2018-12-04 - სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სამშაბათის ტრადიციული თათბირი ჩატარდა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი უძღვებოდა. თათბირს მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების დირექტორები დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა ინფორმაციები ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის, სხვადასხვა სფეროში განხორციელებული სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ კულტურული პროექტების შესახებ. სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, საჭიროა კოორდინირებულ რეჟიმში, რათა დროულად ჩატარდეს ყველა და საჭირო და გადაუდებელი ღონისძიება დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად - აღნიშნა მერმა. ორდღიანმა ძლიერმა ქარმა სენაკის მუნიციპალიტეტში გარკვეული სახის პრობლემები შექმნა. ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, მრავალბინიანი კორპუსების დაზიანებული სახურავების აღდგენისა და დევნილთა დასახლების გადახურვის პირველადი სამუშაოები. ლევან კუპრეიშვილმა მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზებზე ისაუბრა, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული მითითებები გასცა.

Facebook

2018-12-04 - პროექტი ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით’’

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი შეხვდნენ გარემოსდაცვითი ასოციაცია ,,დეას’’ თავმჯდომარეს თამარ მალანიას, რომელმაც პროექტის ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით’’ ფარგლებში, 5 დეკემბერს, სასტუმრო ,,ოსკარში’’დაგეგმილ ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის ,,მე გადავცურე ენგური’’ საჯარო ჩვენების დეტალებზე ისაუბრა. პროექტს, რომელიც ფილმების ჩვენებითა და მასში ასახული პრობლემების ირგვლივ გამართული საჯარო დისკუსიებით, ემსახურება ახალგაზრდების გათვითცნობიერებასა და გააქტიურებას თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ახორციელებს ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია PEOPLE IN NEED და დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ TRANSITION პროგრამის ფარგლებში. პროექტი სენაკში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება.

Facebook

2018-12-04 - დაზარალებულთათვის სამშენებლო მასალების გაცემის პროცესი დაიწყო

სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტში დაწყებულია დაზარალებულ მოსახლეობაზე სამშენებლო მასალების გაცემის პროცესი, რომელიც 214 საცხოვრებელი სახლისა და მრავალბინიანი კორპუსის დაზიანებული სახურავების აღსადგენადაა განკუთვნილი. ქალაქის და ყველა ადმინისტრაციული ერთეულის დაზარალებული მოსახლეობისთვის დღეს მიმდინარეობდა შიფერის, თუნუქის, ალუმინის, ხის მასალის გაცემის პროცესი, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას გადასახური მასალა ადგილებზე მიუტანეს. ორდღიანი ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლების, მრავალბინიანი კორპუსების დაზიანებული სახურავების აღდგენისა და დევნილთა დასახლების გადახურვის სამუშაოები მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

Facebook

 

2018-12-04 - სანიაღვრე სამუშაოების მოწყობის პროცესი მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები. ამჯერად აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,დაგი“ ახორციელებს კოსტავას, სახოკიას, ჯიხას, თეფანიას, გორის ქუჩებზე და ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში. სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტში მომავალშიც გაგრძელდება, რის შედეგადაც მოიხსნება არხების მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31