სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
13151617
18192021222324
252627282930 

2018-11-07 - საინფორმაციო შეხვედრა მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებთან

დღეს სენაკის მერიის სააქტო დარბაზში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო ,,საქართველომ"/LDA Georgia პროექტის ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა’’ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო ,,საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ, ექსპერტმა ნოდარ ჯიქიამ და პროექტის კოორდინატორმა მაკა ცერცვაძემ პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება 2018 წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყო და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ცხრავე მუნიციპალიტეტს მოიცავს. მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - ,,რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე’’ შესახებ. პროექტი ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა’’ GIZ-ის პროექტის ,,მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა’’ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31