სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
13151617
18192021222324
252627282930 

2018-11-06 - მოსე გერსამიას პერსონალური გამოფენა სამხატვრო გალერეაში

სენაკის მუნიციპალიტეტის სამხატვრო გელერეის საგამოფენო დარბაზში, დღეს,  მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის კოორდინატორის, ნიჭიერი მხატვრის, რესტავრატორისა და ხატმწერის მოსე გერსამიას ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. 

სენაკის საზოგადოებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა, მოწვეულმა სტუმრებმა გამოფენის გახსნისას  მიმოიხილეს მხატვრის შემოქმედებითი გზა. მოსე გერსამიას  ნამუშევრების ინდივიდუალურ სტილსა  და გამოკვეთილ პროფესიულ ხელწერაზე ისაუბრეს სენაკის საპატიო მოქალაქეებმა: მხატვარმა რეზო ადამიამ, ექიმმა  პაატა ქურდოვანიძემ, პედაგოგმა დარეჯან ფაჩულიამ, მხატვარმა ლერი კართხიამ, დამირ კუჭავამ, მხატვარმა კოვალი ხუნწარიამ.  ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ვეფხვია ვეფხვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მხატვარს და შემდგომი შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31