სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
13151617
18192021222324
252627282930 

2018-11-02 - პროექტი ,,საბავშვო არქეოლოგია’’

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საგანმანათლებლო პროექტის ,,საბავშვო არქეოლოგია’’ ფარგლებში, 25 ოქტომბრიდან,  პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის  არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, მიმდინარეობს პრაქტიკული სწავლება-საუბრები არქეოლოგიაში. პროექტმა, რომელიც 2015 წლიდან  ხორციელდება, ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლა მოიცვა. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს უტარდებათ ზოგადი საუბრები არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ. ისინი ეცნობიან სხვადასხვა ტიპის სამარხებს, დაკრძალვის უძველეს წესს, არქეოლოგიური იარაღებით აღჭურვილები, ხელმძღვანელის მეთაურობითა და დახმარებით, იმიტირებულ გათხრებში ღებულობენ მონაწილეობას. მსჯელობენ მოპოვებულ ნივთებზე და ახდენენ ექსპონატების ფიქსაციას ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში. ამჟამად,  მუზეუმ-ნაკრძალის სპეციალისტები წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს მასპინძლობდნენ, რომლებიც დიდი გულისყურით იყვნენ ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, რომლის უმთავრესი მიზანია აზიაროს მოზარდი  ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურას, მისი შესწავლისა და დაცვის აუცილებლობას. მიმდინარე წელს პროექტში, რომელიც 25 ნოემბრამდე გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებს მუნიციპალიტეტის 7 საჯარო და 5 კერძო სკოლის 302  მოსწავლე. ყველა მონაწილეს საველე წიგნაკი და ნორჩი არქეოლოგის სერტიფიკატი გადაეცემა.

Facebook

2018-11-02 - ქალაქში ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოები სენაკში, მთელი ქალაქის მასშტაბით, აქტიურ ფაზაში შევიდა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს, ღირებულებით 239 826 ლარი, ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ტოტალი’’. შხეფის უბანში, ჯანაშიას ქუჩიდან ჭყონდიდელის ქუჩამდე მონაკვეთზე, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,კოლხიდა’’ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 320 824 ლარს შეადგენს. აკაკი ელიავას ქუჩაზე მიმდინარე ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაციის პროცესს, ღირებულებით 90 190 ლარი, ახორციელებს შპს ,,ჯი ემი.G-M’’. რეაბილიტაციის დასრულების შედეგად, ქალაქის მოსახლეობა კეთილმოწყობილი ტროტუარებით ისარგებლებს.

Facebook

2018-11-02 - გზების რეაბილიტაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საოდიშარიოს უბანში ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დასრულებულია ორმული და მოხრეშვითი სამუშაოები. ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესი დასასრულს უახლოვდება ახალსოფელში. ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს ასფალტის დაგების პროცესი. ბეტონის საფარის დაგება დაწყებულია ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში. ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზების მოწყობის საერთო ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს ,,არქეოპოლისი’’ აწარმოებს, 1 646 025 ლარს შეადგენს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31