სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
1419
212223242527
282930 

2018-10-18 - ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით’’

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვდა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელს საქართველოში იან ჩერნიკს, ჩეხეთის ტელევიზიის ჟურნალისტს მარეკ ჰუდემას, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის People In Need-ის მისიის ხელმძღვანელს საქართველოსა და სომხეთში ონდრეი ნადვორნიკს, ორგანიზაციის კომუნიკაციის მენეჯერს რამაზ ჭიჭინაძესა და პროექტის ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით’’ კოორდინატორს ანა ქოჩუას. შეხვედრაზე იმსჯელეს სენაკში განსახორციელებელი დოკუმენტური ფილმების ჩვენების პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც, ფილმების ჩვენებითა და მასში ასახული პრობლემების ირგვლივ გამართული საჯარო დისკუსიებით, ემსახურება ახალგაზრდების გათვითცნობიერებასა და გააქტიურებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პროექტი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას, 22 თვიანია და დასრულდება 2019 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებების ფორუმით. იგი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, TRANSITION პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის პარტნიორობით ხორციელდება.

Facebook

2018-10-18 - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციული სტრატეგიები

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერიისა და ფონდი ,,სოხუმის’’ თანამშრომლობით, გაიმართა ტრენინგი თემაზე - ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციული სტრატეგიები’’. უმნიშვნელოვანესი პრობლემების ირგვლივ საუბარი დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა. ტრენინგს, რომელსაც მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ფონდი ,,სოხუმის’’ ტრენერი გურანდა გვანცელაძე უძღვებოდა.

Facebook

2018-10-18 - რეგიონალური ლიგის მორიგი შეხვედრა

დღეს, სენაკის ცენტრალურ სტადიონზე, რეგიონალური ლიგის ზედა ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს სენაკის ,,ეგრისი’’ და ბათუმის ,,დინამო-2’’ დაუპირისპირდნენ. მატჩს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თამაში ანგარიშით - 3:0 სენაკის ,,ეგრისის’’ გამარჯვებით დასრულდა.

Facebook

2018-10-18 - ფოცხოში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დღეს, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეძაძამე-ფოცხოს საავტომობილო გზაზე, ასფალტო-ბეტონის დაგების პროცესი დაიწყო. დასრულებულია გზის მოხრეშვა-დატკეპნის მოსამზადებელი სამუშაოები. რამდენიმე დღეში, ადგილობრივი მაცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით ისარგებლებენ. სამუშაოებს სს ,,არქეოპოლისი’’ ასრულებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31