სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
1419
212223242527
282930 

2018-10-17 - ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეგოგიეში, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბეტონის საფარის მოწყობისთვის. ასევე, ლეძაძამე-ფოცხოს საავტომობილო გზაზე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტო-ბეტონის საფარის დასაგებად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოხრეშვა-დატკეპნა, რომლის დასრულებისთანავე, დაიწყება ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესი. 18 ოქტომბრიდან, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყება. სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს ,,არქეოპოლისი’’ ასრულებს, 1646 025 ლარს შეადგენს.

Facebook

2018-10-17 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

ჩვენს სასახელო ვეტერანებს, რომლებიც გმირულად იცავდნენ ქვეყნის მთლიანობას, თავდადებით ასრულებდნენ სამშვიდობო მისიას. ადამიანებს, რომლებმაც ღირსეულად მოიხადეს მხედრული ვალი ღვთისა და ერის წინაშე, დიდი პატივისცემით ვულოცავ ვეტერანთა დღეს.

ფასდაუდებელია სამშობლოსთვის მათი თავდადება , უშურველად გაღებული მსხვერპლი . ისინი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისგან მოწიწებას, სითბოს და სიყვარულს იმსახურებენ.

ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31