სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
141619
212223242527
282930 

2018-10-15 - შეხვედრა კოალიციის ,,შინმოვლა საქართველოში’’ წარმომადგენლებთან

სენაკის მუნიციპალიტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატო ხუბუა შეხვდნენ კოალიაციის ,,შინმოვლა საქართველოში’’ აღმასრულებელ დირექტორს უჩა ვახანიას და მედიაკონსულტანტს გიორგი ხუხიას. შეხვედრაზე იმსჯელეს სენაკის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, შინმოვლის სერვისის განვითარებისა და დანერგვის შესაძლებლობებზე. განსახორციელებელი პროგრამა ითვალისწინებს საწოლს, ან სახლს მიჯაჭვული ადამიანების შინმოვლის მომსახურეობის დაფინანსებას, რაც გულისხმობს პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მათი დამოუკიდებლობის და დაკარგული უნარ-ჩვევების აღდგენას, ასევე, ფსიქო-სოციალურ დახმარებას. კოალიცია დაფუძნებულია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და უკვე 10 წელზე მეტია ახორციელებს შინმოვლასთან დაკავშირებულ პროექტებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. მისი მიზანია, საქართველოში შინმოვლის სერვისის განვითარებისა და დანერგვის გზით, უნარშეზღუდული, მოწყვლადი მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ამ ეტაპისთვის, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კოალიციას სურს სენაკის მუნიციპალიტეტში შინმოვლის პროგრამის, ან დღის ცენტრის ჩამოყალიბება ხანდაზმულებისთვის.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31