სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
1419
212223242527
282930 

2018-10-13 - გიორგი ჩხიკვაძე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ჩემპიონი

 ოქტომბერს, არგენტინაში, ბუენოს აირესში, 17 წლის ქართველი ფალავანი სენაკიდან - გიორგი ჩხიკვაძე (60 კგ) ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშების ჩემპიონი გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი ქვეყნის სპორტსმენმა ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. გიორგი ჩხიკვაძემ არგენტინაში სულ სამი ბრძოლა გამართა. პირველ წრეში ქულებით ძლიერი სომეხი მეტოქე საჰაკ ივანესიანი დაამარცხა, მეორეში - ალჟირელ აჰმედ მერიხი, ფინალში, ვადაზე ადრე, ყირგიზელ ელმირბეკ სადიროვთან ბრძოლა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედლის მფლობელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე გახდა.

Facebook

2018-10-13 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

17 წლის სენაკელ ფალავანს, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველ ჩემპიონს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძეს დიდი სიხარულით ვულოცავ ისტორიულ გამარჯვებას - ბუენოს აირესში მოპოვებულ პირველ ოქროს მედალს ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში.

გიორგი ჩხიკვაძის წარმატება, მისი მშობლიური სენაკის, სრულიად საქართველოს გამარჯვება და სიხარულია. შემდგომ დიდ წინსვლას და გამარჯვებებს ვუსურვებ ახალგაზრდა ჩემპიონს ჩვენი ქვეყნის სადიდებლად!

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

 

 

 

Facebook

 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31