სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
14161920
21222324252627
28293031 

2018-10-03 - ისულაში ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ისულას მიმართულებით წლებია ასფალტის საფარი არ განახლებულა. მეორე დღეა, რაც დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სააქციო საზოგადოება ,,არქეოპოლისი“ აწარმოებს. დასაქმებულია 15 ადგილობრივი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა დაათვალიერა. ჩასატარებელი სამუშაოების საერთო ღირებულებამ 288 133 ლარი შეადგინა.

Facebook

2018-10-03 - შეხვედრა ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, დღეს, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ ჟაკ ივ დონტოტს და დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს მზევი ჯოჯუას შეხვდნენ. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის მომავალ თანამშრომლობას და ერთობლივად განსახორციელებელ უმნიშვნელოვანეს პროექტებს შეეხო. აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა დანიის საბჭო არაერთი წელია თანამშრომლობს სენაკის მუნიციპალიტეტთან. ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტში განხორციელდა დევნილთათვის მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციის სხვადასხვა პროექტი. მათ შორის: ჭყონდიდელის ქუჩაზე 35 ბინიანი, სანაიას ქუჩაზე 45 ბინიანი, რუსთაველის ქუჩაზე 6 ბინიანი, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე და სხვა საცხობრებელი სახლების სრული რეაბილიტაცია. ამავე ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა ყოფილი სასტუმრო ,,ეგრისის’’ შენობა.

Facebook

2018-10-03 - სამუშაო შეხვედრა მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს - მუნიციპალურ ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონში განსახილველი პროექტების დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თოფურიას, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს გიორგი ცინაძეს, რეგიონში განსახილველი პროექტების მონიტორინგის სამმართველოს უფროსს ბესიკ ბერძენიშვილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეს კობა ქანთარიას და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს ნუგზარ გაბელიას. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტების ვადებში და ხარისხიანად დასრულების საკითხი. მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დავალებით, სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31