სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
78912
14161920
21222324252627
28293031 

2018-10-02 - ტურიზმის განვითარების რეგიონალური სიმპოზიუმი ანაკლიაში

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ პროგრამა USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელთან ბრაიან კინგთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, თორნიკე ზირაქიშვილთან ერთად ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის განვითარების რეგიონალური სიმპოზიუმი გახნა. ღონისძიება რეგიონის ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი ინიციატივაა, რომელიც წლის ბოლომდე ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციად (DMO) ჩამოყალიბდება. სიმპოზიუმის მიმდინარეობაში მონაწილეობა მიიღო სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა. ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების და გამოწვევების განსაზღვრაა, ასევე იმ პრიორიტეტების დადგენა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას.

Facebook

2018-10-02 - გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ სენაკში, აგარაკის ქუჩაზე გარე განათების ქსელის მოწყობის პროცესი აქტიურ ფაზაშია. აღნიშნულ ტერიტორიაზე მგავსი სამუშაოები პირველად ხორციელდება. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი აწარმოებს. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მიერ გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა სურამის, მშვიდობის(ნატოჩაოს უბანი), ჯანაშიას, მაჩაბლის, ლოლუას, დავითაიას, ზუგდიდის, კლდიაშვილის, ტეხურის, სოხუმის, ლერმონტოვის, სახოკიას, შარტავას, ცხვიტავას ქუჩებზე, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში - კოსტავას ქუჩიდან საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურში. გარე განათების დიოდური სანათები დამონტაჟდა რუსთაველის, ნინოშვილის, ვაჰანიას, წერეთლის, წმ. ნინოს, ქურდოვანიძის, კოსტავას, ხორავას, ჭყონდიდელის, ჯორჯაძის ქუჩებზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე მოედანზე და ახალგაზრდობის ხეივანში. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები 2018 წლის იანვრიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31