სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9
161922
2324
30 

2018-09-29 - შეხვედრა ,,საქართველოს მოხალისე\" სენაკელ ახალგაზრდებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინფ ჰენდისა“ და მოხალისეობის განვითარების პროგრამის - ,,საქართველოს მოხალისეს“ ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულ სენაკელ ახალგაზრდებს - ლარისა ნაჭყებიასა და ნიკოლოზ ქეცბაიას შეხვდა. კონკურსის პირობების თანახმად, ქალაქ თბილისიდან 148 მოხალისე და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან (ორი მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან) შეირჩა. ლარისა ნაჭყებია და ნიკოლოზ ქეცბაია ის სენაკელი ახალგაზრდები არიან, რომელთაც მიენიჭათ ,,საქართველოს მოხალისის“ სტატუსი. შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, მათი ცოდნისა და უნარების გამოყენებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე, ისეთი ინიციატივების დაგეგმვაზე, როგორიცაა: მოხალისეთა კლუბების შექმნა, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია და სხვა. მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა სენაკელ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

Facebook

2018-09-29 - ,,კულტურული მემკვიდრეობის ევროპული დღეები სენაკში“

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა).ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით ქალაქის ცენტრალურ პარკში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში ფლეშმობი გაიმართა. მოეწყო ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების სახელმწიფო დროშების გამოფენა და ლიტერატურული პერფორმანსი ,,კულტურული მემკვიდრეობის ევროპული დღეები სენაკში.“ 2018 წელი, ევროკომისიის ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადდა. ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ 1985 წლიდან აღინიშნება. ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენს ქალაქში არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

Facebook

2018-09-29 - საქველმოქმედო კონცერტი

29 სექტემბერს, დახმარებისა და ინტეგრირების ლიგის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ქალაქ სენაკში არსებული დღის ცენტრის ,,ლაზარე 2015’’ ბენეფიციარების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ქველმოქმედებაში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სტრუქტურები, დაწესებულებები და ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები. საესტრადო კონცერტს, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომღერლებიც მონაწილეობდნენ, ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად, დღის ცენტრის მოზარდები ესწრებოდნენ. მათ ლიგის პრეზიდენდმა ადგილზე გადასცა საჩუქრები. დახმარებისა და ინტეგრირების ლიგა საქართველოს ყველა კუთხეში ატარებს მსგავს აქციებს. საქველმოქმედო ორგანიზაცია უკვე მეთერთმეტეჯერ სტუმრობს სენაკს. მისი მთავარი მისია იმ ადამიანების დახმარება და საზოგადოებაში ინტეგრირებაა, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ზრუნვასა და ყურადღებას.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31