სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9
161922
2324
30 

2018-09-28 - ქალაქის მასშტაბით გარე განათების სისტემის მოწყობა გრძელდება

სენაკში გარე განათების სისტემის მოწყობა გრძელდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს სახოკიას ქუჩაზე დასრულებული გარე განათების ქსელის მოწყობითი სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა, რის გამოც ადგილობრივმა მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა.

Facebook

2018-09-28 - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასობრივი შეწამვლითი ღონისძიებები გრძელდება

დღეს, 19 საათიდან, ქალაქ სენაკის მასშტაბით, დაიწყება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასობრივი  შეწამვლითი ღონისძიებები. გთხოვთ,  წამლობის  პერიოდში, მოერიდოთ კარ-ფანჯრების გაღებას.

Facebook

2018-09-28 - ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დღეები სენაკში

ევროპის დღეების ფარგლებში, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრთან არსებული სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა საღამო, რომელიც ევროპულ ხელოვნებას, კერძოდ - მხატვრობასა და მუსიკას მიეძღვნა. საღამოზე წარმოჩენილი იყო რენესანსული პერიოდი მხატვრობაში, ასევე, 1918-24 წლებში ქართველი ხელოვანების სწავლისა და მოღვაწეობის ხანა ევროპაში, მათი ურთიერთკავშირები ხელოვნების ცნობილ ევროპელ მეტრებთან. საღამოს საპატიო სტუმარმა - დამსახურებულმა ქართველმა მხატვარმა, ჩვენმა თანაქალაქელმა რეზო ადამიამ, რომლის ნახატებიც სცენიდან ეგებებოდა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა თავისი პედაგოგის, გამოჩენილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის პარიზულ მოგონებებზე, ხელოვნების არსზე და ძველი კოლხური კულტურის როლზე მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში. ღონისძიებაზე სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა შეასრულეს ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

Facebook

2018-09-28 - რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

სენაკის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სპორტის სასახლეში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონის შოთა მორჩილაძისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების - კარლო ჯოჯუასა და ალეკო მურღულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული, რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირში ბათუმის, ხულოს, ოზურგეთის, ფოთის, ლანჩხუთის, ხობის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, ქუთაისის, თერჯოლის ნაკრები გუნდები, 2004-2005 და 2006-2008 წლებში დაბადებული ჭაბუკები მონაწილეობდნენ. ტურნირის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ესწრებოდა. გუნდური პირველი ადგილი წილად ხვდა ბათუმის გუნდს, რომელსაც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის კარლო ჯოჯუას სახელობის თასი გადაეცა. საუკეთესო ტექნიკური ჭიდაობისთვის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ალეკო მურღულიას სახელობის თასი სენაკელმა დემეტრე მეფიშვილმა მოიპოვა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა პირველ საპრიზო ადგილზე გასულ, სენაკელ გიორგი ჭაავას საუკეთესო ჭიდაობისთვის, მსოფლიო ჩემპიონის შოთა მორჩილაძის სახელობის თასი გადასცა. გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, შესაბამისი ხარისხის მედლები და სიგელები თვითმმართველობისა და სასპორტო გაერთიანების წარმომადგენლებმა გადასცეს.

Facebook

2018-09-28 - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასობრივი შეწამვლითი სამუშაოები

ამ წუთებში, ქალაქ სენაკის მასშტაბით მიმდინარებს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასობრივი შეწამვლითი სამუშაოები, რომელშიც ჩართულია 11 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის შემასხურებელი აგრეგატით. აღნიშნული სამუშაოები როგორც ქალაქში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში, აქტიურად გაგრძელდება.

Facebook

 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31