სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
234578
9
161922
24
30 

2018-09-27 - გილოცავთ დიდებულ დღესასწაულს - ჯვართამაღლებას!

დღეს დიდი საუფლო დღესასწაულია - ჯვრის თაყვანისცემის დღე, დღე სიხარულისა და მწუხარებისა. სიხარულისა იმიტომ, რომ ჯვართამაღლებაა და მწუხარებისა, რადგან სოხუმის დაცემის დღეა - დღე ჩვენი დიდი განსაცდელისა და ტკივილისა!

„ჯუარი ამაღლდების და სავსებაჲ ეკლესიისაჲ შემოკრბების. ჯუარი ამაღლდების და ქალაქნი დღესასწაულობენ და ერნი მხიარულებად მოისწრაფიან, რამეთუ მოჴსენებაჲცა ჯუარისაჲ მიზეზ იქმნებიდა სიხარულისა და მორიდება - მჭმუნვარებისა“.

ღმერთმა დალოცოს აფხაზეთი, სამაჩაბლო! ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
გილოცავთ დიდებულ დღესასწაულს - ჯვართამაღლებას!

Facebook

2018-09-27 - ჟიული შარტავას მშობლიურ ქალაქში პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას

დღეს, სოხუმის დაცემისა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ჟიული შარტავას მშობლიურ ქალაქში პატივი მიაგეს აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში გამართულ ღონისძიებას ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია’’ ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ,, ჟიული შარტავამ, აფხაზეთში გმირული აღსრულებით, მომავალ თაობას სამშობლოსთვის თავდადების შეუდარებელი მაგალითი მისცა. დღეს უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. ჩვენი ერთიანი ძალისხმევითა და სწორი პოლიტიკით დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ.“ - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ. ღონისძიების შემდეგ გვირგვინებით შეამკეს დღევანდელ დღეს გმირულად აღსრულებული საქართველოს ეროვნული გმირის, ჩვენი თანაქალაქელის, ჟიული შარტავას ბიუსტი. აფხაზეთის ომში დაღუპულთა სკვერში ასევე ყვავილებით შეიმკო გენო ადამიას, გურამ გაბისკირიასა და ნოდარ კანკიას ბიუსტები. წმ. იოანე ნათლისმცემლის სენაკის საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

Facebook

2018-09-27 - ,,მე დავბრუნდები’’

ქვეყნისთვის შეწირული გმირების ხსოვნას მიეძღვნა სპექტაკლი ,,მე დავბრუნდები’’, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი’’ ნორჩი მსახიობების მონაწილეობით იყო წარმოდგენილი. სპექტაკლს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წარმოდგენა, რომლის რეჟისორია ვეფხვია გორგოძე, ომის ტრაგედიისა და სამშობლოსთვის თავდადების თემატიკას ეხებოდა.

Facebook

2018-09-27 - შეხვედრა სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში თემის განვითარების, თვითმმართველობის ხელშეწყობისა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

Facebook

2018-09-27 - ,,ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს\'\'

ჟიული შარტავას მშობლიურ სენაკში კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს უახლოესი ისტორიის უმძიმესი დღეები - აფხაზეთის ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, ომი, რომელსაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ასიათასობით ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ხსოვნისა და იმედის დღე ზეცაში აშვებულმა მანათობელმა ფრანებმა დაასრულა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31