სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9
161922
2324
30 

2018-09-25 - გოლასკურში გარე განათების ქსელის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის მოსახლოებას შეხვდნენ. გოლასკურში დასრულდა გარე განათების ქსელის მოწყობითი სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა, რის გამოც ადგილობრივმა მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა. შეხვედრაზე ისაუბრეს გოლასკურში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების საკითხებზე. პროექტის განხორციელების შემდეგ სოფელს თანამედროვე სტანდარტების გზა ექნება. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები გოლასკურის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა. მზად ვართ, მაქსიმალური ჩართულობით გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და ყველასთვის მნიშვნელოვანია - აღინიშნა გოლასკურელებთან გამართულ შეხვედრაზე.

Facebook

2018-09-25 - მზადება ,,ეგრისობის\'\' სახალხო დღესასწაულისთვის

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ცნობილ რეჟისორს ნიკოლოზ ხომასურიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ,,ეგრისობის'' სახალხო დღესასწაულის მოსამზადებელი სამუშაოების დეტალები.

სახალხო დღესასწაული მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გაიმართება.

Facebook

2018-09-25 - დღეიდან უშაფათის მოსახლეობა განახლებული ხიდით ისარგებლებს

უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. დამონტაჟდა ხიდის კონსტრუქცია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ხიდის მოწყობის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს. მიმდინარე სამუშაოების შედეგად, ხიდის აღდგენა უმოკლეს დროში განხორციელდა და მოსახლეობას საშუალება ექნება განახლებული ხიდით ისარგებლოს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31