სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
234578
9
161922
24
30 

2018-09-20 - საზეიმო კონცერტი ხელოვნების ცენტრში

ამ წუთებში სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს. ღონისძიება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა).ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით იმართება. მასში ხელოვნების ცენტრის სამუსიკო და სამხატვრო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები მონაწილეობენ.

საზეიმო კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

ა(ა). ი. პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი“ მიმდინარე სასწავლო წელს საინტერესო სიახლეებით ხვდება:

ხელოვნების ცენტრთან მშობელთა კლუბი ჩამოყალიბდა, მოზარდებისთვის შემოქმედებითი მეწარმეობის სკოლა დაარსდა, ხოლო ზრდასრულთათვის გაიხსნა ხელოვნების შემსწავლელი საგანმანათლებლო კურსები.

მიმდინარე წლიდან ა(ა).ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრში“ სიმღერის მიმართულებით კლასიკური ვოკალი და გალობა შეისწავლება, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის მიმართულებით კი - ხატწერა და მხატვრული კერამიკა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31