სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9
161922
2324
30 

2018-09-18 - მერიაში სამშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში სამშაბათის ტრადიციული თათბირი ჩატარდა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი უძღვებოდა. თათბირს მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების დირექტორები დაესწრნენ. უნიციპალიტეტის მერმა მოისმინა ინფორმაციები ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის, კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურის, შიდა სასოფლო გზების, სანიაღვრე არხების მოწესრიგების, მუნიციპალიტეტში მიმდინარე გაზიფიკაციის პროცესის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აზიურ ფაროსანთან ბრძოლის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და განხორციელებული სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ კულტურული პროექტების შესახებ. ლევან კუპრეიშვილმა მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზებზე ისაუბრა, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული მითითებები გასცა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31