სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
234578
9
161922
24
30 

2018-09-17 - სასწავლო პროცესი განახლდა

17 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ახალი სასწავლო წლის დაწყება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ. მათ მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. აღსანიშნავია, რომ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 26-ვე დაწესებულების 362 პირველკლასელს - თანამედროვე ნეთბუქები, ხოლო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოების სრული პაკეტი უფასოდ გადაეცათ. მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის 26 სააღმზრდელო დაწესებულებაში მიმდინარე წელს 1392 აღსაზრდელი ირიცხება, აქედან 587-მა რეგისტრაცია პირველად გაიარა.

Facebook

2018-09-17 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ, რომ ეს სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული ყოფილიყოს.

განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, რომლებმაც ცოდნის სამყაროსკენ მიმავალი პირველი ნაბიჯები გადადგეს და ეს დღე ყოველთვის ემახსოვრებათ.

დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელად ჩვენი შვილების სწორი აღზრდა, მათი განათლებულ, წიგნიერ თაობად ჩამოყალიბება უმთავრესი პირობაა.

ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კადრებით. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და ვითარდება. სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტი საგანმანათლებლო სტრუქტურაში უმაღლესი სტანდარტების დაწესებაა, რაშიც თვითმმართველობის მხრიდან მიმდინარე წელსაც მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებულად კი -პირველკურსელებს! მათ ვუსურვებ, რომ იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს აქტიური მშენებლები.

მჯერა, ბევრი მოსწავლე, სტუდენტი თუ მასწავლებელი საკუთარი მიღწევებით გაგვახარებს!

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

2018-09-17 - გარდაიცვალა დამსახურებული საზოგადო მოღვაწე, ქართველი პოეტი და სენაკის საპატიო მოქალაქე ნოდარ ჯალაღონია

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დამსახურებული ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, სენაკის საპატიო მოქალაქის ბატონ ნოდარ ჯალაღონიას გარდაცვალების გამო. ბატონი ნოდარი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით ქვეყნის სამსახურში იდგა. მან ქართველი მკითხველის გულშიდიდი სიყვარული დატოვა. 
თითოეული სენაკელის სახელით ამ დიდ დანაკლისს ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს, სრულიად საქართველოს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

 

 

 

 

 

2018-09-17 - ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი შოუ კონცერტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გამართული შოუ კონცერტი ცნობილი ქართველი მომღერლების - ნინი ბადურაშვილის, გიორგი სუხიტაშვილისა და ნოდიკო ტატიშვილის მონაწილეობით. საღამო გიორგი სუხიტაშვილს მიჰყავდა. კონცერტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილმა საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. შოუ-კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31