სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9
161922
2324
30 

2018-09-15 - მსოფლიო დასუფთავების დღე სენაკში / World Clean Up Day In Senaki

ერთად დავასუფთავოთ ჩვენი ქალაქი/Let’s Clean Up Our City Together - სენაკის მუნიციპალიტეტში მსოფლიო დასუფთავების დღე მასშტაბური აქციით აღინიშნა. აქციაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერიის, მის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების წარმომადგენლები. პოლიეთილენის პარკების და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა სხვადასხვა ლოკაციები - ქალაქის ცენტრალური პარკები, ნოქალაქევის ტერიტორია. აქციის მთავარი გზავნილი - გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე და სუფთა გარემოს შენარჩუნება და ამ კუთხით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდაა. პროექტი ,,დავასუფთავოთ საქართველო“/ ,,Clean Up Georgia” სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის - ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისი“, ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ - მიერ განხორციელდა.

Facebook

2018-09-15 - შეხვედრა დაზარალებულ მოსახლეობასთან

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე იმყოფებოდა. ის ძველი სენაკისა და ფოცხოს ადმინისტაციულ თემში სქიტიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და შექმნილ მდგომარეობას გაეცნო. წუხელ ძლიერმა ქარმა სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ თემში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და მეორე სართული ჩამოშალა. ძველი სენაკის ადმინისტრაციულ თემში გზის სავალ ნაწილზე, რამდენიმე ადგილას, ხე წააქცია და სავალი ნაწილი ჩახერგა. სტიქიის ღამეს, პირველივე წუთებიდან, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებული იყო. წაქცეული ხეებისგან გზები გაიწმინდა და გადაადგილებაც მალევე შესაძლებელი გახდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31