სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9
161922
23242526272829
30 

2018-09-14 - 14 სექტემბერი - წელიწადის გვირგვინია

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. წმიდა ეკლესია ,,ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს” შესთხოვს, ,,აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა''.
,,აკურთხე გვირგვინბი ამის წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, უფალო, და დაიცევ მართლმადიდებელი ერი შენი, მრავალმოწყალე". 
საეკლესიო ახალი წლის დაწყებას გილოცავთ!

Facebook

2018-09-14 - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სენაკში

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სენაკს ესტუმრა. გუბერნატორმა სენაკის მუნიციპალიტეტის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა. ალექსადრე მოწერელია სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა. სენაკის იუსტიციის სახლი 587 კვ. მეტრი იქნება და ის 5965 კვ. მეტრის ტერიტორიაზე განთავსდება. შენობის პროექტი, რომელიც არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის, თავისი ინდივიდუალური სტილით ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა იქნება. იგი არქიტექტურულად და ფუნქციურად დაამშვენებს და გააფართოვებს ქალაქის არეალს. იუსტიციის სახლის კონცეფციის შესაბამისად, სენაკშიც სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სამსახურები ერთ სივრცეში მოექცევა. აქვე განთავსდება ქორწინების სახლი და სასწავლო ცენტრი. სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღება სენაკშიც იქნება შესაძლებელი. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება. შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის საავტომობილო გზის 78 კმ-ზე ზედაპირული წყლების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად დაზიანულ გზის მონაკვეთზე შექმნილ მდომარეობასა და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

Facebook

2018-09-14 - ახალი სასწავლო წელი - ახალი იდეებით, სიახლეებით, გამოწვევებით

17 სექტემბერს, 20 საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ქართული შოუ ბიზნესის ცნობილ მომღერლებთან ერთად, გრანდიოზული შოუ კონცერტით, ავღნიშნოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება.

Facebook

2018-09-14 - ალექსანდრე მოწერელია - ,,მუდამ ჩემი მოსახლეობის გვერდით დავდგები\"

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე გზის შეკეთებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხები წამოიჭრა. ალექსანდრე მოწერელია გოლასკურის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე, არსებულ გამოწვევებზე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ,,მე მუდამ ჩემი მოსახლეობის გვერდით დავდგები, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველა რესურსს გამოვიყენებ, რათა სამეგრელოს მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები დროულად და ეტაპობრივად მოგვარდეს“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31