სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9
161922
23242526272829
30 

2018-09-10 - ფერების ფესტივალი სენაკში

დღეს, ქალაქ სენაკში, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახალისო და გასართობი აქცია ფერების ფესტივალი ჩატარდა. ახალგაზრდულ პარკში, სხვადასხვა ღონისძიებები 16:00 საათიდან დაიწყო. ჩატარდა სპორტული აქტივობები, მოხალისეებს მხიარული ანიმატორები ართობდნენ. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყველაზე ფერად ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მონაწილეები ერთმანეთს ფერადი ფხვნილებითა და საღებავებით აფერადებდნენ. ივენთს უძღვებოდა დიჯეი გიორგი თოდაძე. დღე ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31