სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
569
121415161718
19202122232425
262728293031 

2018-08-02 - ,,დათო ევგენიძე ბენდთან ერთად\'\' ანაკლიაში

4 აგვისტოს, ანაკლიაში, პროექტ chek in Georgia - ს ფარგლებში, გაიმართება კონცერტი ,,დათო ევგენიძე ბენდთან ერთად'' .

ღონისძიება „დათო ევგენიძეს ბენდთან ერთად” მოიცავს კონცერტების სერიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

წარმოდგენილი იქნება ორსაათნახევრიანი პროგრამა, რომლშიც გადმოცემულია სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების გრადაცია - კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ეთნო, ქართული ფოლკი და ჯაზი.

დასწრება უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

2018-08-02 - სენაკელ ლუკა ხარებავას მიერ სამგზის დაპყრობილი ,,ევერესტი’’

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია მიმდინარე წელს საერთაშორისო ოლიმპიადა ,,ევერესტში’’ საქართველოს მასშტაბით მათემატიკის ოქროს ტურის გამარჯვებულ სენაკის სკოლა-ლიცეუმის მე-7 კლასის მოსწავლეს - ლუკა ხარებავას შეხვდნენ. შეხვედრას სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ნანა ნორაკიძე და გამარჯვებული მოსწავლის მამა - ლაშა ხარებავა ესწრებოდნენ. ლუკამ ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამედ მოიპოვა წარმატება. 2016-2017 წლებში იგი ,,ევერესტის მე-2 ადგილის მფლობელი გახდა და დაჯილდოვდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის საგზურით. აღსანიშნავია, რომ, მიმდინარე წელს ლუკა ,,კინგსის’’ მათემატიკურ ოლიმპიადაშიც მონაწილეობდა და აქაც გაიმარჯვა, რისთვისაც დაჯილდოვდა ოქროს მედლითა და ანაკლიის საგზურით. მუნიციპალიტეტის მერმა განსაკუთრებული უნარებით გამორჩეულ მოსწავლეს მიულოცა კიდევ ერთი გამარჯვება, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა მას.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31