სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
569
12141516
192021222325
26272829 

2018-08-01 - ძველ სენაკში გაზიფიცირების პროცესი დაიწყება

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრსა და მე-2 ნოსირის უბანში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა გაზიფიცირების პროცესს, რომელიც ძველ სენაკში უახლოეს პერიოდში დაიწყება. მისი თქმით, დამონტაჟდება როგორც საჰაერო, ასევე მიწისქვეშა გაზსადენი ქსელი და იგი ადმინისტრაციულ ერთეულს სრულად მოიცავს. თანმიმდევრულად განხორციელდება აგრეთვე, შიდა საუბნო გზების, წყალმომარაგებისა და გარე განათების რეაბილიტაცია. დიალოგის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე მერმა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს გააცნო მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასევე პროექტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით უნდა განხორციელდეს.

Facebook

2018-08-01 - შეხვედრა სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩა №44-ში, ყოფილი მე-3 არასრული სკოლის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, აქ მცხოვრებთა მოთხოვნის შესაბამისად, თანამედროვე სტილის ლითონის ღობით შემოკავდება საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რაც ეზოს კეთილმოწყობის შესაძლებლობას, დაცულობისა და სიმყუდროვის გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

Facebook

2018-08-01 - ,,უკრაინული ზაფხულის ერთი დღე სენაკში“

დღეს, ქალაქ სენაკის ცენტრალურ მოედანზე, ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის’’ (ხელმძღვანელი: ზვიად გვასალია) ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების მრავალგზის ლაურეატის, ოქროს მედლების მფლობელი უკრაინის ხალხური ცეკვების ანსამბლ ,,ბურევესტნიკის’’ და ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატის, საერთაშორისო ფესტივალების სამგზის გრან-პრის მფლობელი შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის სენაკის სახალხო-ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კუჩხიბედინერის’’ ერთობლივი კონცერტი - ,,უკრაინული ზაფხულის ერთი დღე სენაკში“ გაიმართა. კონცერტის დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ანსამბლების ,,ბურევესტნიკისა’’ და ,,კუჩხიბედინერის’’ ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ ქორეოგრაფებს ჩვენს ქალაქში სტუმრობისა და ,,კუჩხიბედინერთან’’ ერთობლივი კონცერტის დაგეგმვისთვის. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული და უკრაინული - ცეცხლოვანი და ფერადოვანი ცეკვები. ,,უკრაინული ზაფხულის ერთმა დღემ სენაკში’’ უკრაინულ და ქართულ კულტურათა დაახლოების კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი გადაშალა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31