სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1256
8101114
1516
242528
 

2018-07-07 - წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული სენაკში

მართლმადიდებლური ეკლესია, დღეს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, ეპარქიის სამღვდელოების მონაწილეობით, ლიტურღია აღევლინა. წირვას, მრევლთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ოჯახით და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ესწრებოდნენ. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მშობლებს - მღვდელმთავარ ზაქარიასა და ელისაბედს სიბერის ასაკში შეეძინათ წმინდა იოანე. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას, ანგელოზმა მღვდელმთავარ ზაქარიას ამცნო, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და იოანეს უწოდებდა. ყრმა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმინდა იოანე ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მომავალი უფალი, რომელმაც მისგან ნათელიღო. უფლის წინამორბედი უზნეო საქციელის გამო ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. ჰეროდეს ბრძანებით წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს. იოანე ნათლისმცემლის სახელობის დღესასწაულები სენაკში, მისსავე სახელობის საკათედრო ტაძარში, განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ზემო თეკლათის დედათა მონასტერში დაბრძანებულია დიდი სიწმინდე - იოანე ნათლისმცემლის თითის ნაწილი, რომელსაც, წმინდანის სახელობით დღეებში, სასოებით ემთხვევიან მომლოცველები.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31