სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1256
8101114
1516
242528
 

2018-07-04 - მუნიციპალიტეტის მერის ვიზიტი გერმანიაში

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) მიწვევით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და სენაკის სათემო განათლების ცენტრის დირექტორი ნონა ქადარია გაცვლითი ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდნენ. სენაკის, წალენჯიხის, ახალციხის, ჩოხატაურის, ქედის, ამბროლაურის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და ლაგოდეხის წარმომადგენლები სხვადასხვა ქალაქებში ყოველდღიურად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ და გამოცდილებას იზიარებდნენ. ვიზიტის დასაწყისში, შეხვედრა გაიმართა ბავარიის პარლამენტის წევრებთან. დელეგატები ასევე იმყოფებოდნენ BMW-ს ცენტრში და ადგილზე გაეცნენ ავტომობილების წარმოების ევოლუციას. ზრდასრულთა განათლების სისტემის და სწავლების ევროპული კონცეფციის გაცნობის მიზნით, დელეგაციის წევრები ესტუმრნენ მიუნხენის ზრდასრულთა ცენტრს, რომელიც 10 ათას კვ.მ-ზეა გაშლილი და სწავლების მრავალი სფერო ფუნქციონირებს - ენების, სამოქალაქო განათლების, სპორტის, კულტურის, პოლიტიკის, კულინარიის და ა.შ. ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, განათლების ცენტრების წარმომადგენლებთან მრავალფეროვანი შეხვედრებით და გამოცდილებების ურთიერთგაზიარებებით დატვირთული ვიზიტი 30 ივნისამდე გაგრძელდა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31