სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1256
8101114
1516
242528
 

2018-07-03 - შეხვედრა ინგლისური ენის შემსწავლელი სკოლის მოსწავლეებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერიისა და ნოქალაქევის ქართულ-ბრიტანული ექსპედიციის ერთობლივ პროექტში - ,,ინგლისური ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლა’’ ჩართულ მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხვალიდან, ერთი თვის განმავლობაში, სენაკის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, ევროპის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები და სტუდენტები ჩაუტარებენ გაკვეთილებს ინგლისურ ენაში. ამასთან, იგეგმება სხვადასხვა აქტივობები - საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ არქეოლოგიურ გათხრებში, ჩაუტარდებათ ტრენინგები არქეოლოგიაში, მოეწყობა ექსკურსიები სენაკელი და უცხოელი ახალგაზრდების ჩართულობით. ასევე, დაგეგმილია ამხანაგური მატჩი ფეხბურთში. მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებთან საუბრისას ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის, როგორც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ცენტრის სიღრმისეულ შესწავლას და სენაკელი და ბრიტანელი ახალგაზრდების ინტეგრირებას, რაც, შესაძლოა, სამომავლოდ ერთობლივი ინიციატივების საფუძველი გახდეს.

Facebook

2018-07-03 - მზადება სკოლებში აგრარული პროფილის პროგრამის განხორციელებისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში მაია მიქავა მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებსა და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სენაკის საჯარო სკოლებში საპილოტე პროექტის სახით სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და სახელობო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა. პროექტის მიზანს წარმოადგენს მოსწავლე-ახალგაზრდობაში სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაცია, აგრარული მეურნეობის გამართვის პრაქტიკული მეთოდებისა და ცოდნის განვითარებით ფერმერებში ახალი ტექნოლოგიების და შესაბამისი უნარ-ჩვევების დანერგვა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საჯარო სკოლების დირექტორებმა თავიანთი ხედვები წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობასთან დაკავშირებით. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც უპრეცენდენტო იქნება ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო, სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებები კოორდინირებულად, ერთობლივად გაუწევენ მხარდაჭერას აგრარული პროფილით პროფესიული კადრების მომზადებასა და სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი მიდგომების დანერგვაზე ორიენტირებულ უმნიშვნელოვანეს საქმეს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31