სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
3459
1011
17192223
2427282930

2018-06-20 - იუსტიციის სახლის მშენებლობა სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ყოფილი ღვინის კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელიავას 23-ში, იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. მათ ადგილზე განიხილეს მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის შენობის კარკასისა და საძირკვლის მოწყობა დასრულებულია და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. სსიპ ,,იუსტიციის სახლის’’ სენაკის ფილიალის შენობა 587 კვ. მეტრი იქნება და 5965 კვ. მეტრის ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტის მიხედვით, რომელიც არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის, იგი თავისი ინდივიდუალური სტილით ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა იქნება, რომელიც არქიტექტურულად და ფუქნციურად გაამშვენებს და ამასთან, გააფართოვებს ქალაქის არეალს. იუსტიციის სახლის კონცეფციის შესაბამისად, სენაკშიც სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სამსახურები ერთ სივრცეში მოექცევა. აქვე განთავსდება ქორწინების სახლი და სასწავლო ცენტრი. სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას სენაკელებიც შეძლებენ. იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს ,,იმერეთი’’ ახორციელებს, მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

Facebook

2018-06-20 - საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის ტექნოპარკის წარმომადგენელთან

27-29 ივნისს, ზუგდიდის ტექნოპარკში სტარტაპ კვირეულისთვის მზადებასთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, მერიის წარმომადგენლებთან, სტარტაპ იდეების მქონე და საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველ სენაკელ ინოვატორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერმა ანუკი ასათიანმა. კვირეულის სამიზნე აუდიტორია სტარტაფები და საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველი პირები იქნებიან. ღონისძიება მოიცავს სპიკერების 10 წუთიან გამოსვლებს და გამოფენას, სადაც მოეწყობა მონაწილე ორგანიზაციების საინფორმაციო და ვიზუალური მასალების კუთხე. მენეჯერმა ისაუბრა კვირეულის დიდ შესაძლებლობებზე დამწყები ბიზნესმენებისა და ინოვატორებისთვის იდეების განვითარების ხელშეწყობის და მათთვის ტექნოლოგიური ბაზის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ღონისძებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ვებ-გვერდს: www.startupweek.ge და გაიარონ რეგისტრაციის მარტივი პროცედურა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდის ,,სმართ ქიდსის’’ წევრებმა, მენტორ უტა კილასონიასთან ერთად, გამართეს პროექტ ,,გეოლოგიური საფრთხეებისა’’ და სხვა უახლესი პროექტების პრეზენტაცია. აქვე დაიბადა ტექნოპარკისა და სენაკელი ნორჩი გამომგონებლების სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების იდეა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31