სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
3459
1011
17192223
2427282930

2018-06-15 - მიმდინარეობს სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს. ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საჯაკობიოს უბანში, მერი ადგილზე გაეცნო დაზიანებული ხიდისა და ჯებირის რეაბილიტაციის, აგრეთვე, ამავე უბანში, დაზიანებული ხიდის აღდგენის მიმდინარეობას. ქალაქის ტერიტირიაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის მერმა ორი ობიექტის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა - ყოფილ №2 საკირემდე სანიაღვრე არხის ამოწმენდის, არსებული ხიდბოგირის გაფართოებისა და სანიაღვრე არხზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები. გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე იგი ასევე ადგილზე გაეცნო №40 სახლის გასწვრივ, ღელე ,,ხაბაზეთზე’’, ამორტიზებული ბეტონის ჯებირის აღდგენას, არსებული ხიდის სავალი ნაწილის გადახურვის ფილების დემონტაჟს არხის ამოწმენდის მიზნით და კვლავ მონტაჟის სამუშაოებს. 2016 წლის 1 სექტემბრის სტიქიისგან დაზიანებული 11 ობიექტის რეაბილიტაციას, რომელთაგან 5 - ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო 6 - ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,აფო’’ აწარმოებს. სამუშაოები, რომლის ღირებულება 153 777 ლარს შეადგენს, 30 ივლისს დასრულდება.

Facebook

2018-06-15 - ,,მხიარული სტარტები’’

სენაკის სპორტის სასახლეში, დღეს, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში შემავალი ბაღებისა და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით, ,,მხიარული სტარტები’’ გაიმართა. სპორტულ შეჯიბრში, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 4 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას: ,,ცისარტყელა’’ - №1 ბაგა-ბაღი; ,,ვარსკვლავები’’ - №2 საბავშვო ბაღი; ,,ბაია’’ - №2 ბაგა-ბაღი და ,,ყოჩები’’ - №6 ბაგა-ბაღი. ,,მხიარულ სტარტებში’’ გამარჯვებულის წოდება უკვე მეორეჯერ წილად ერგო გუნდ ,,ვარსკვლავებს’’. გამარჯვებული ბაღის დირექტორს - თინაზ დარასელიას გარდამავალი თასი გადასცა მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა. ოთხივე გუნდს და ყველა მონაწილეს ასევე გადაეცათ თასები და სიგელები. სასპორტო გაერთიანების ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური თასები გადაეცათ გამარჯვებულ გუნდსა და სპორტული თამაშის ყველაზე ერთგულ მაყურებელს - ილია საჯაიას. პროექტი, რომელიც, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მეორე წელია ხორციელდება, მოზარდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და გუნდურობის პრინციპების დანერგვას ისახავს მიზნად.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31