სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
3459
1011
17192223
2427282930

2018-06-02 - ,,ინტელექტის დღე 2018’’ სენაკში

2 ივნისს, სენაკის სპორტის სასახლეში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ინტელექტ-კლუბ ,,რა? სად? როდის?‘’ ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, პროექტ ,,ინტელექტის დღე 2018’’-ის ფარგლებში, გაიმართა ყოველწლიური ინტელექტუალური შეჯიბრი ,,რა? სად? როდის?‘’, რომელშიც მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 13 გუნდი მონაწილეობდა. ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური ტურნირი დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. გუნდებმა 30 კითხვისგან შემდგარ პაკეტზე ითამაშეს. ტურნირს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია ესწრებოდნენ. გამარჯვება ინტელექტუალურ თამაშში სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის გუნდმა მოიპოვა. ფინალში გასული გუნდის წევრებს თასი და ფასიანი საჩუქრები მერის პირველმა მოადგილემ გადასცა. ფინალურ შეხვედრაზე გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს 6 ოქტომბერს, თბილისში, Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში დაუპირისპირდებიან.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31