სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101112
13161719
212223
2728 

2018-05-14 - შეხვედრა ,,კოალიცია შინმოვლა საქართველოში’’-ს წარმომადგენლებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა ,,კოალიცია შინმოვლა საქართველოში’’ -ს აღმასრულებელ დირექტორთან უჩა ვახანიასთან და კოალიციის წევრ გიორგი ხუხიასთან მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლების შეხვედრა. შეხვედრაზე იმსჯელეს საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში შინმოვლის სერვისის განვითარებისა და დანერგვის შესაძლებლობებზე. გაანალიზდა საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემები - მოსახლეობის რამდენი პროცენტი შეადგენს ხანდაზმულებს, რამდენად რეალიზებულები არიან ისინი, როგორია მიგრაციის როლი დემოგრაფიულ მდგომარეობაში და რა პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს. პროექტი უნარშეზღუდული/მოწყვლადი მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. იგი, უნიფიცირებული, ხარჯთ-ეფექტური შინმოვლისა და მომსახურების მოდელის შექმნას, ხანდაზმულთა საჭიროებების ადვოკატირებას და ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწას ისახავს მიზნად.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31