სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101112
13161719
212223
2728 

2018-05-09 - ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ომში გმირულად დაღუპული მფრინავის - ალექსანდრე წურწუმიას ძეგლთან საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
გმირის ბიუსტის გვირგვინებით შემკობის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა ომში ქვეყნისთვის თავდადებულთა გმირობის მნიშვნელობაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა ვეტერანებს, დამსწრე საზოგადოებას, საჩუქრები გადასცა ომის მონაწილეებს და მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა მათ. სიტყვით ასევე გამოვიდნენ საზოგადოების წარმომადგენლები. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს მუსიკალურ-
 
მხატვრული ნომრები. ღონისძიების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერი ვეტერანებს ოჯახებში ესტუმრა, მიულოცა მათ 9 მაისის დღესასწაული და ადგილზე გადასცა საჩუქრები.
აღსანიშნავია, რომ სენაკში მცხოვრებ თითოეულ ვეტერანზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა პროგრამული ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით.
 

2018-05-09 - სენაკში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და შესაბამისი სამსახურის  წარმომადგენლებმა   სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოინახულეს და გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს.

მუნიციპალიტეტის მერიამ, საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" მხარდაჭერით,   ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 4 სპეციალური საჭიროების მოქალაქეს უსასყიდლოდ გამოუყო ეტლები.  მერიის ხელშეწყობით, უკვე 3 წელია ეტლები ურიგდებათ მოქალაქეებს, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამ წლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტლები უკვე 41 შშმ პირს გადაეცა.

ორგანიზაცია  მუნციპალიტეტებთან თანამშრომლობს და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ცდილობს იმ შშმ პირების პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ. ყველგანმავალი საინვალიდო ეტლის ინოვაციური დიზაინი იძლევა ადვილად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას, რაც გააუმჯობესებს შშმ პირების ღირსეული ცხოვრებისა და გარემოსთან ადაპტირების ხარისხს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31