სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101112
131516171819
20212223242526
2728293031 

2018-05-08 - შეხვედრა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანია დაიწყო. პირველი შეხვედრა ახალგაზრდობასთან ქალაქ სენაკში - ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში - ბათარიას უბანში შედგა. შეხვედრის წინ ყვავილების გვირგვინით შეიმკო საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, სამხედრო პირები, მერიის შესაბამისი სამსახურის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სენაკის ახალგაზრდობასთან და საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საუბრისას, სამხედრო პირებმა ხაზი გაუსვეს ქართულ არმიაში მსახურების უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ და პატრიოტულ მისიას. მათ რეკრუტირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ახალგაზრდებს და სპეციალურად მომზადებული ბროშურები და გაზეთები გადასცეს მათ.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31