სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101112
13161719
212223
2728 

2018-05-05 - ველომოგზაური ნოდარ ბერიძე სენაკში

ველომოგზაური  ნოდარ ბერიძე, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურის - ,,საქართველო მშვიდობისთვის’’ ფარგლებში, დღეს სენაკის მუნიციპალიტეტს ეწვია. 

მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა სტარტი თბილისში, 2016 წლის 22 იანვარს აიღო. მან დღემდე ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყანა, სულ 37 000 კილომეტრი გაიარა და, საქართველოს მასშტაბით, გასავლელი 2500 კილომეტრი დარჩა. ველოტურს იგი  თბილისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე საზეიმოდ დაასრულებს.

სენაკში ველომოგზაურს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მერის თანაშემწე ედიშერ ბაღათურია და სასპორტო გაერთიანების ცენტრის დირექტორი ჯუმბერ ლაშქარავა შეხვდნენ. 

ველოტური მიზნად ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და საზოგადოებისათვის ჯუმბერ ლეჟავას მიღწევების გაცნობას ისახავს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31