სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
13567
81214
21
242728
 

2018-04-13 - სენაკში ჭადრაკის რეგიონალური ჩემპიონატი მიმდინარეობს

სენაკის სამხატვრო გალერეაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 11-დან 14 აპრილის ჩათვლით, მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 2018 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატის მსვლელობას დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩემპიონატში, რომელიც ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ტარდება, მონაწილეობას ღებულობს 82 მოჭადრაკე სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტებიდან. 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის 1-2 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების საგზურებს.

Facebook

2018-04-13 - “ინტერნეტი განვითარებისთვის”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს პროგრამას - “ინტერნეტი განვითარებისთვის”, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივი მეწარმეებისთვის იმართება უფასო ტრენინგები - ციფრულ წიგნიერებაში და ელექტრონულ ბიზნესში.

ტრენინგები ჩატარდება 15 აპრილს სენაკში - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა - 11:00 და 15:00 საათზე.

შეხვედრის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ უფასო ვაუჩერები, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ-გვერდი.

პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.

2018-04-13 - სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა

დღეს, პროექტის - ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმოების საბაზრო კავშირების გაუმჯობესება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე’’ - ფარგლებში, სენაკის სამხატვრო გალერეაში მოეწყო სოციალური საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის გამოფენა და პროექტში მონაწილე ქალბატონების საქმიანობის ამსახველი სიუჟეტის ვიდეოჩვენება.

გამოფენას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, თვითმმართველობის სხვა წევრები, ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელი სოფო ქამუშაძე და ქეა საერთაშორისო კავკასიაში - CARE International in the Caucasus - ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენაზე სენაკის, აბაშისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში’’-ს მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმოები ღებულობდნენ მონაწილეობას. აქ სენაკში დაფუძნებული საწარმოების: ,, არტ სამყარო’’, ,, ჩვენი სივრცე’’, ,,აგროკოლხიდა’’, ,,დეკა-ქოლგა’’, ,,სოფლის იმედი’’, ,,თავთუხი’’ აბაშის მუნიციპალიტეტის ,,ლიტერატურული კაფე’’ და სხვათა პროდუქცია იყო წარმოდგენილი, რომელთა დიდი ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების მიერ არის შექმნილი.

პროექტი, რომელიც ქეა საერთაშორისო სამხრეთ კავკასიაში, ქეა ჩეხეთთან თანამშრომლობით და ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმოების საბაზრო კავშირების გაუმჯობესებას და პროექტის ბენეფიციარების მარკეტინგული უნარების გაძლიერებას.

Facebook

2018-04-13 - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შედის

სენაკის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში 7 ერთეული მანქანა იმუშავებს. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩაერთვება 4 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის შემასხურებელი აგრეგატით, ცივი შესხურების 2 მანქანა და ერთი ტრაქტორი.

 

2018 წლის სტრატეგიის შესაბამისად,  მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოხდება   ყველა რესურსის მობილიზება, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტურად განხორციელდეს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31