სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
13567
81214
21
2425262728
2930 

2018-04-10 - ხანძარი ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში

დღეს, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი მაცხოვრებლის კ.ტ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმარმაციის მიღებისთანავე მობილიზებულ იქნა მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახური. მეხანძრეებმა ტექნიკის გამოყენებით შეძლეს აღმოეფხვრათ მიმდებარე საცხოვრებლებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. ადგილზე იმყოფებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია. მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებს დაავალა, შეისწავლონ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა, რომლის შემდეგაც დაზარალებულზე, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, კომპენსაცია გაიცემა. ხანძრის წარმოქმნის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31