სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
4
111215
18
3031

2018-03-09 - შეხვედრა ახალსოფლის მოსახლეობასთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ახალსოფლის მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული მოედნის მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება და მდინარე ტეხურის გასწვრივ გარკვეულ მონაკვეთებზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება. 

მოსახლეობისგან განსაკუთრებული კმაყოფილება გამოითქვა მიმდინარე გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც აქტიურ ფაზაშია შესული და მისი დასრულების შემდეგ ამ სიკეთით ახალსოფელში მაცხოვრებელი 460 ოჯახი ისარგებლებს. 

მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას გააცნო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდება როგორც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე კონკრეტულად ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისაუბრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე და უპასუხა მოქალაქეთა შეკითხვებს. 

,,თქვენი აქტიური ჩართულობა, მოქალაქეებთან უწყვეტი კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი მუშაობა თითოეული თქვენგანის ხედვებისა და წინადადების გათვალისწინებით წარიმართება’’ - აღნიშნა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა.

შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგულარულ ხასიათს მიიღებს და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში წარიმართება.

 

Facebook
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31