სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
4
111215
18
3031

2018-03-07 - 7 მარტი ჟიული შარტავას დაბადების დღეა

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, სენაკის საამაყო შვილის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 74 წელი შეუსრულდებოდა. დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში, გაიმართა გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტოგამოფენა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, სენაკის საზოგადოებამ ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს მისი ბიუსტი, რის შემდეგაც, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

Facebook

2018-03-07 - ,,ეგრისმა\'\' სეზონის პირველი მატჩი გამართა

დღეს, აბაშის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი ,,ეგრისი’’ საქართველოს 30-ე საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის B ჯგუფის პირველ ტურში, სტუმრად აბაშის ,,ზანას’’ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ - 2-2 დასრულდა. ,,ეგრისმა’’ სეზონისთვის მზადება იანვრიდან დაიწყო. გუნდში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა: შეიცვალა სამწვრთნელო შტაბი, სრულად განახლდა გუნდის შემადგენლობა. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა აღნიშნა, გასული სეზონის შედეგები ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, რამაც განაპირობა გუნდში განხორციელებული სერიოზული ცვლილებები. მატჩს მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ესწრებოდნენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31