სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
4
111215
18
3031

2018-03-05 - პრეზენტაცია ტურისტული პოტენციალის განვითარებასთან დაკავშირებით

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში სპელეოლოგიით დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი ძეგლების, განსაკუთრებით კი მღვიმეებისა და გამოქვაბულების შესწავლის მნიშვნელობაზე ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით. სენაკის მუნიციპალიტეტში ამ კუთხით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს ჯგუფის წევრებმა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გეოგრაფმა გიორგი დვალიშვილმა, ტურისტული კომპანია ,,ლი-ლუ კომპანის’’ დამფუძნებელმა ეკა კარტოზიამ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ხვალინდელი დღის’’ წარმომადგენელმა თამთა ჭანტურიამ. ამ ჯგუფის მიერ შესწავლილ და პოპულარიზებულ იქნა ზემო იმერეთის მღვიმეები, რომლებიც საქართველოს და ზოგადად კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს წარმოადგენენ. პრეზენტაციაზე ისაუბრეს სენაკის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის აუცილებლობაზე, კერძოდ, ისტორიულ და ბუნებრივ ძეგლებთან მისასვლელი გზების მარკირებაზე, ბანერების დამზადებაზე, სპელეოლოგიური სამსახურის საფუძვლების ჩაყრასა და ამ პროფესიით დაინტერესებული ახალგაზრდების მომზადებაზე. ხაზი გაესვა ეკის მთაზე არსებული მღვიმეების სიღრმისეულ გამოკვლევასა და შესწავლას, რაც იმპულსი გახდება მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, კულტურული და საგანმამათლებლო ცენტრებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31