სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
678910
1113151617
1819202224
25262728 

2018-02-05 - ,,ნატვრის ხე’’ მოსწავლე-ახალგაზრდობის საკონცერტო დარბაზის სცენაზე

სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხის’’ მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წარმოდგენა მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებულ ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ ნორჩი მსახიობების მონაწილეობით დაიდგა. რეჟისორი - ვეფხვია გორგოძე.

Facebook

2018-02-05 - ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა

სენაკში ახალი 2 სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების, შშმ პირებზე ადაპტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სასადილო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის და სავინტილაციო სისტემა. ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ დაათვალიერეს. ახალადგახსნილი საბავშვო ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარებით და 90 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 280 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებული იყო 20 ადგილობრივი. პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით. 2013 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26 და აშენდა 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31