სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
678910
1113151617
1819202224
25262728 

2018-02-01 - ღვთისა და ერის სადიდებლად

    მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) დიდი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს და  ვუსურვებ  უფლის შეწევნას  დიდ  ღვაწლში ღვთისა და ერის სადიდებლად, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის და მამულის საკეთილდღეოდ.

                                                                                                                            სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

2018-02-01 - შეხვედრა ახალგაზრდა ლიდერების ეროვნული ასოციაციის წევრებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ახალგაზრდა ლიდერების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს ახალგაზრდა ლიდერების ეროვნული ასოციაციის ,,ალეას’’ ინიციატივით შექმნილი ,,საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი 2018’’-ის სენაკში ჩატარების შესახებ. აღნიშნული პროექტი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს ლიდერული უნარ-ჩვევების გაღრმავების, საზოგადოებრივად მნიშვნელოვან აქტუალურ პრობლემებზე მუშაობის, დებატების ხელოვნების და სხვა შესაძლებლობების განვითარების ხელშესაწყობად. მუნიციპალიტეტის მერი ფორუმის ორგანიზებისა და ჩატარების საქმეში, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება, ახალგაზრდებს მხარდაჭერას შეჰპირდა.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31