სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
1013
14161920
2124252627
28293031 

2018-01-12 - მდინარე ტეხურზე მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკში, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, მდინარე ტეხურის გასწორხაზოვნებისა და ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის მიხედვით, უკვე დასრულდა მდინარე ტეხურის გასწორხაზოვნება 500 გრძივ მეტრზე. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მდინარის დინების მიმართულების მარცხენა მხარეს 420 გრძივ მეტრზე, აგრეთვე ქვანაყარი ბერნის მოწყობა მდინარის დინების მარჯვენა მხარეს 90 გრძივ მეტრზე. პროექტის ღირებულება, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს შეადგენს 327 000 ლარს. სამუშაოები, რომელიც 2017 წლის 11-12 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება. დასაქმებულია 30 ადგილობრივი მოსახლე. მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ საგრძნობლად შემცირდება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დატბორვის და ნაპირის ჩამოშლის საშიშროება. 2013 წლიდან დღემდე , მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა 2 878 გრძივ მეტრზე, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 2 982 760 ლარი შეადგინა.

Facebook

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31