სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
1013
14161920
21242527
293031 

2018-01-11 - გრძელდება რკინიგზის სადგურის სრული რეაბილიტაცია

დასკვნით ფაზაში შევიდა სენაკის რკინიგზის სადგურის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია შენობის სახურავის შეკეთება, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა და მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვალა კარ-ფანჯრები. აქტიურად მიმდინარეობს გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში კეთილმოეწყობა სადგურის მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდება გარეგანათების თანამედროვე სისტემა. სამუშაოები, რომლის ღირებულება 134 999 ლარს შეადგენს, ხორციელდება საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის შპს ,,ჯიარ ქონების მართვის’’ დაფინანსებით. სამუშაოებზე დასაქმებულია 30 ადგილობრივი მაცხოვრებელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული ქალაქის არქიტექტურულად ერთ-ერთი გამორჩეული შენობა - სენაკის რკინიგზის სადგური სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები რკინიგზის სადგურს დღემდე არ ჩატარებია.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31