სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
1013
14161920
21242527
293031 

2018-01-08 - საშობაო ნობათები ,,ლაზარე-2015’’-ის აღსაზრდელებისთვის

შობის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ დღის ცენტრ ,,ლაზარე-2015’’ -ის 15 ბენეფიციარს საშობაო ნობათებით მიულოცეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნატალია ხუბუამ. აღსანიშნავია, რომ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 38 მოზარდის დაფინანსება, რომელთა შორის ცენტრ ,,ლაზარე-2015’’-ის ბავშვებიც არიან, წელიწადში ორჯერ ხორციელდება. ქვეპროგრამების ამოცანაა ბენეფიციართა ვითარების სტიმულირება, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება. ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება მათი სამედიცინო მომსახურეობისა და რეაბილიტაციის ხარჯები.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31